რა სიახლეებით ჩაივლის „რთველი 2019“

რა სიახლეებით ჩაივლის „რთველი 2019“
    სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთვლის ტექნიკური დეტალები, ყურძნის ჩაბარების პროცედურული საკითხები და სიახლეები განიხილა. წელს სიახლეა ის, რომ ღვინის საწარმოებში ჩაბარებული ყველა ჯიშის ყურძნის აღრიცხვა მოხდება. გარდა ამისა, წელს პირველად, რთველის ფარგლებში „ქინძმარაულის“, „ახაშნის“, „მუკუზანის“ და „ყვარლის“ მიკროზონების ყურძენს საწარმოები მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ჩაიბარებენ. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული რესურსი მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა 2019 წლის რთველმა ორგანიზებულად, შეფერხებების გარეშე ჩაიაროს. ყველა სიახლე კი, რაც წელს რთვლის პროცესში იქნება, მიმართულია ყურძნის აღრიცხვის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის უკეთ უზრუნველყოფისთვის, რაც ხელს შუწყობს მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის კუთხით მუშაობას რთვლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი