რა ზარალი მიადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტს სეტყვის შედეგად?

რა ზარალი მიადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტს სეტყვის შედეგად?

9-09-2019, 23:30

683 - ჯერ



7 სექტემბერს მოსულ სეტყვას გუჯაანის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები გადაურჩა. თუმცა, სტიქიამ ექვსი ოჯახი მაინც დააზარალა. სოფელ ახაშენში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა მათი სახლები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. ქარიშხალმა რამდენიმე სახლს სახურავი სრულად და ზოგსაც ნაწილობრივ გადახადა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან და დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები