ბაკურციხეში, გრიგოლ ფერაძის მუზეუმში საერთაშორისო დონის კონფერენცია გაიმართება

ბაკურციხეში, გრიგოლ  ფერაძის  მუზეუმში   საერთაშორისო დონის  კონფერენცია  გაიმართება
    13 სექტემბერს, სოფელ ბაკურციხეში, გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმში კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გაიმართება.იგი წმინდანის 120 წლის იუბილეს მიეძღვნება. 10:00 საათზე ჩატარდება ერთობლივი წირვა წმ. გიორგის ეკლესიაში: საქართველოს საპატრიარქოს, მსოფლიო საპატრიარქოს და პოლონეთის მართლმადიდებელი მიტროპოლიის წარმომადგენლების მონაწილეობით.12:00 საათზე კი წმინდა გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მოღვაწეობის თემაზე დაიწყება მოხსენებები, რომელშიც შვიდი ქვეყნის მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციას ცნობილი ფრანგი ქართველოლოგი, პროფესორი ბერნარ უტიე, გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფი და თეოლოგიის დოქტორი ჰენრიკ პაპროცკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია დაესწრებიან.

    скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი