ცნობილი საბავშვო ბრენდის ,,ჭიამარია“ კაბები გურჯაანსა და თელავშიც გაიყიდება

ცნობილი  საბავშვო ბრენდის ,,ჭიამარია“ კაბები  გურჯაანსა და თელავშიც  გაიყიდება
    მალე მომხმარებელს საბავშვო სამოსის მწარმოებელი ქართული ბრენდის ,,ჭიამარია” კაბების შეძენა გურჯაანსა და თელავშიც შეეძლება. ჭიამარიას დამფუძნებლის, მარიამ ჭინჭარაძის ინფორმაციით, რეგიონებში ,,ჭიამარიას” სამოსზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ გადაწყვიტა ,,ჭიამარიას“ პირველი სტენდი გურჯაანსა და თელავში დადგას. მომავალში კი საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს. ამჟამად ,,ჭიამარიას” კაბებს მომხმარებლებს კურიერით უგზავნის მთელი საქართველოს მასშტაბით. 24 წლის მარიამ ჭინჭარაძემ ონლაინ მაღაზია ,,ჭიამარია” 2019 წლის 20 მარტს დააფუძნა. ბოლო 3 თვეში კი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი აქვს. მალე ,,ჭიამარიას“ პირველი მაღაზია თბილისში გაიხსნება და ერთგულ მომხმარებლებს ფერადი და გამორჩეული დიზაინის საბავშვო სამოსის შეძენა ადგილზე შეეძლებათ. ,,ჭიამარიას“ დამფუძნებელმა, მარიამ ჭინჭარაძემ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგადაც კერძო სექტორში მუშაობდა. სულ რაღაც, 6 თვის წინ საქმიანობა მარტომ დაიწყო. 1 თვეში კი მის მიერ შექმნილი საბავშვო კაბები იმდენად პოპულარული გახდა, რომ 3 მკერავი დაასაქმა. ,,ჭიამარიას“ კაბებზე მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება, ამიტომ მარიამ ჭინჭარაძე ბიზნესი გაფართოებას და ახალი კადრების დამატებას გეგმავს. საშემოდგომოდ ,,ჭიამარია“ მომხმარებელს სიახლეებს შესთავაზებს, რომლის შესახებაც ფეისბუკის ოფიციალური გვერდიდან https://www.facebook.com/Georgiankidsbrand/?epa=SEARCH_BOXდა ინსტაგრამიდან შეიტყობთ.
    ქვემოთ დაათვალიერეთ ,,ჭიამარიას“ კაბები.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი