ამ წუთებში ზეგაანში აქცია იმართება-მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ

ამ   წუთებში ზეგაანში  აქცია  იმართება-მევენახეები ყურძნის  ფასს  აპროტესტებენ
    მევენახები სოფელ ზეგაანში აქციას მართავენ. ისინი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქარხნების გახსნას ითხოვენ და ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, 1 კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძენი, მინიმუმ, 1 ლარი, საფერავი კი 2 ლარი უნდა ღირდეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქარხნები რქაწითელის ჯიშის ყურძენს, მაქსიმუმ, 70 თეთრად, საფერავს კი 1, 40 თეთრად იბარებენ. ტელეკომპანია ,,გურჯაანის“ გადამღები ჯგუფი აქციაზე იმყოფება და დეტალურ ინფორმაციას საინფორმაციო გამოშვებაში, 14:00 საათზე მოგაწვდით. скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი