აშშ-ის და საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები კახეთში

აშშ-ის და საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები კახეთში
    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის და საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოში ბიზნესდელეგაციები ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჰოლდინგის Bolero & Company მოწვევით იმყოფებიან. დღეს გურჯაანში 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა Bolero & Company-სა და ფრანგულ კომპანია „ტესსანდიე ეთ ფილს“ შორის. ასევე, ხელი მოეწერა აშშ-ს უმსხვილეს ალკოჰოლურ კომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართულ-ამერიკული ბრენდის შექმნას, ასევე აშშ-ის ბაზარზე ქართული პროდუქციის - ღვინის, ბრენდისა და სხვადასხვა დაძველების საბრენდე სპირტის რეალიზაციას ითვალისწინებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ქართული ღვინის კულტურის ისტორიას და მეღვინეობის კუთხით დღეს არსებულ ვითარებას გაეცნენ. სტუმრებმა დღესვე მონაწილეობა მიიღეს გურჯაანში, კომპანია „Bolero and Co“ რთველის დაწყების საზემო ღონისძიებაში.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი