11 სექტმებრს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს მართლმადიდებლები მარხულობენ

11  სექტმებრს, იოანე  ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს   მართლმადიდებლები მარხულობენ
    დღეს მართლმადიდებლები იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს. იოანე ჰეროდეს უზნეო ცხოვრების გამო ამხელდა,რადგან მან კანონიერი ცოლი მიატოვა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლე, ჰეროდე შეირთო ცოლად. ჰეროდემ იოანე საპყრობილეში დაატყვევა.
    ჰეროდემ თავის დაბადების დღეზე ნადიმი გამართა და ახლობელ-მეგობრები მოიწვია. ჰეროდიადას ასული სალომეა სტუმრების გასართობად ცეკვავდა, რითაც დიდად ასიამოვნა ჰეროდეს. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. სალომეა დედას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰეროდე დამწუხრდა, ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ.
    скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი