მსოფლიო რეკორდი ცერა თითებზე აზიდვაში ქართველ ირაკლი ვეკუას ეკუთვნის

მსოფლიო რეკორდი ცერა თითებზე აზიდვაში ქართველ ირაკლი ვეკუას ეკუთვნის

16-09-2019, 14:00

604 - ჯერ



მრავალგზის რეკორდსმენმა ირაკლი ვეკუამ თითებზე აზიდვაში მორიგი რეკორდი დაამყარა - ერთწუთიანი დროის მონაკვეთში მან ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და წინა რეკორდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მანამდე, ცერა თითებზე ერთ წუთში აზიდვის მსოფლიო რეკორდი პაკისტანელ ასად ჰანიფს ეკუთვნოდა, 43 მოძრაობით. ირაკლი ვეკუას კი 59 აზიდვის შესასრულებლად მხოლოდ 46.8 წამი დასჭირდა. ვეკუას რეზულტატი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ადგილზე დააფიქსირა. მონაცემები უახლოეს მომავალში გინესსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაიგზავნება. ღონისძიება სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში", ენერგეტიკული სასმელ "მაქს ფაუერის" მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები