დედოფლისწყაროში მასწავლებლის პროფესიული დღე აღნიშნეს

დედოფლისწყაროში მასწავლებლის პროფესიული დღე აღნიშნეს
    დედოფლისწყაროში მასწავლებლის პროფესიული დღე აღნიშნეს, სადაც 80-ზე მეტი მასწავლებელი დაჯილდოვდა. მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცა 60 პენსიონერ პედაგოგს, რომლებმაც სამინისტროს უპრეცედენტო შეთავაზებით ისარგებლეს. მათ ორი წლის ხელფასი ჯილდოდ მიიღეს და ახალი სასწავლო წლიდან სკოლას დაემშვიდობნენ. ღონისძიებაზე დასახელდა 15 მოქმედი მასწავლებელი, რომელთაც სტატუსი შეეცვალათ და წამყვანი თუ მენტორი მასწავლებლის წოდება მიიღეს, რის გამოც მათი ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი