9 თვეში მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

9 თვეში მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
    გასულ 9 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60%-ით, დიდ ბრიტანეთში - 40% -ით, პოლონეთში - 18%, ჩინეთში კი - 11% -ით. საექსპორტო ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი. სულ ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა. გარდა ღვინისა, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი ბრენდი და 473,2 ათასი ბოთლი ჭაჭა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი