9 ოქტომბერი სიყვარულის მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა

9 ოქტომბერი სიყვარულის მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა
    9 ოქტომბერს იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღე აღინიშნება. გალილეველი მეთევზის ზებედესა და სალომეს შვილი, წმინდა იოანე იყო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოწაფე. ცნობილია, რომ მხოლოდ წმ. იოანე, წმ. იაკობი და წმ. პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალებისას, ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას. სწორედ გოლგოთაზე, ჯვარცმულმა ქრისტემ წმ. იოანეს დაავალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ, წმ. იოანე ღვთისმეტყველი გაემგზავრა ეფესოში და მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქში ქრისტიანობის საქადაგებლად. წმ. იოანე ღვთისმეტყველი მრავალ სასწაულს აღასრულებდა, რამაც განაპირობა ქრისტიანობის სწრაფი გავრცელება მთელს რეგიონში.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი