დღეს სოფელ ძირკოკს აკურთხებენ

დღეს სოფელ ძირკოკს აკურთხებენ
    ძირკოკში სიყვარულის მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის დღე აღნიშნეს. ამ წუთებში მამა ვაჟა სონღულაშვილი იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში პარაკლისს აღავლენს, რის შემდეგაც სოფელს აკურთხებს. საღამოს კი სოფლისთვის სამარხვო ტრაპეზი გაიმართება. წმინდა იოანე იყო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოწაფე. ცნობილია, რომ მხოლოდ წმ. იოანე, წმ. იაკობი და წმ. პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალებისას, ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას. სწორედ გოლგოთაზე, ჯვარცმულმა ქრისტემ წმ. იოანეს დაავალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი