როგორ აღნიშნეს ძირკოკში სოფლის დღესასწაული?

როგორ აღნიშნეს ძირკოკში სოფლის დღესასწაული?
    დღეს ძირკოკში სიყვარულის მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის დღე აღნიშნეს. გურჯაანის სამების საკატედრო ტაძრის მოძღვრებმა მამა ვაჟა სონღულაშვილმა და მამა ილიამ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც სოფელი აკურთხეს. სტიქაროსნებმა მოსახლეობას ხატები დაურიგეს და რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდეს. საღამოს კი სოფლის მოსახლეობისვის სამარხვო ტრაპეზი გაიმართა. დღესვე ძირკოკში გამწვანების აქცია მოეწყო. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ეკლესიის ეზოში ხის ნერგები დარგეს. შეგახსენებთ, რომ იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მქადაგებელ მოციქულს უწოდებენ, რადგან ის კაცობრიობაში პირველი ადამიანი იყო, რომელმაც თქვა საოცარი სიტყვები, ,,ღმერთი სიყვარული არს", სწორედ ამ სიტყვებზეა დაფუძნებული მართლმადიდებლური სარწმუნოება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი