მემორანდუმი კოლეჯ „აისსა“ და ბელარუსიის საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის

მემორანდუმი კოლეჯ „აისსა“ და ბელარუსიის საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის
    გურჯაანში 6 ქვეყნის დელეგაცია იმყოფება. დღეს ბელორუსიიდან ჩამოსული სტუმრები კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ ეწვივნენ. სასწავლო დაწესებულების დათვალიერების შემდეგ კოლეჯ „აისსა“ და ბელარუსიის საგანმანათლებლო დაწესებულება „გოროდოკის სახელმწიფო აგროტექნიკურ კოლეჯს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მიზნად ისახავს სტუდენტების, მასწავლებლებისა და მენეჯმენტის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას. კოლეჯ „აისის“ დირეტორმა პრეზენტაცია გამართა და დელეგაციის წევრებს საზოგადოებრივი კოლეჯის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დღესვე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ასევე, ბელარუსიის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ღია სააქციო საზოგადოება „მეფრინველეობის ფაბრიკა გოროდოკსა“ და ინდ.მეწარმე მიხეილ მათიაშვილს შორის.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი