ჯანსაღი კვებითი რაციონის შესახებ მოსწავლეებისთვის სესია გაიმართა

ჯანსაღი კვებითი რაციონის შესახებ მოსწავლეებისთვის სესია გაიმართა

19-10-2019, 00:06

727 - ჯერ



მსოფლიო სურსათის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ წარმომადგენლებმა სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სესია ჩაატარეს. მიზანი მოზარდებისთვის ჯანსაღი კვებითი რაციონის შესახებ ცოდნის გაზიარება იყო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სურსათის მოხმარების მსოფლიო ტენდენციებთან, ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების სტილის დანერგვისთვის გასატარებელ ქმედებებთან და რაც მთავარია, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. სემინარი ხორციელდება ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის - ,,ფერმერთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში“ - ფარგლებში, რომელის მხარდამჭერიც საქართველოს საპატრიქრქო და შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER - ია. ,,,მსოფლიო სურსათის დღე“ წელს მსოფლიოს 150 - ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნა. ამ დღეს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს - შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები