„ერეკლეობა 2019“-ის ფარგლებში თელავში თვითნასწავლი მხატვრის, ბექა ხუცურაულის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

„ერეკლეობა 2019“-ის ფარგლებში თელავში თვითნასწავლი მხატვრის, ბექა ხუცურაულის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
    თელავში თვითნასწავლი მხატვრის, ბექა ხუცურაულის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ეს ხელოვანის პირველი პერსონალური გამოფენაა და 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენა „ერეკლეობა 2019“-ის ფარგლებში მოეწყო. ღონისძიებები დილიდან დაიწყო. მეფის კარის ეკლესიაში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. კულტურული და გასართობი ღონისძიებები კი ქალაქის მთავარ მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყო. გალა კონცერტი 16:00 საათზე დაიწყება, მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მერაბ სეფაშვილი, მაია ბარათაშვილი და ჯგუფი ,,ფრენდ საიდი,, მიიღებენ. დღეს კი გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი