მიწის რეგისტრაცია კიდევ უფრო მარტივდება

მიწის რეგისტრაცია კიდევ უფრო მარტივდება
    მიწის რეგისტრაცია კიდევ უფრო მარტივდება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც მთავრობამ დღეს დაამტკიცა, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ზოგადად დაწესდება და უვადოდ იმოქმედებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის გახანგრძლივება მოქალაქეთა მხრიდან რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესითაა განპირობებული. „რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში, მთავრობის წევრებისა და პარლამენტის დეპუტატების ვიზიტების დროს, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო“. ანის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
    „ამ ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს უახლოესი სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის სრულად მოგვარებას, რაც ერთის მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოფლად მიწას ფლობენ. მეორეს მხრივ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რამეთუ მიწა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. ჩვენ დღეს სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების პირობებში, უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამ საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი