როგორ უნდა მიიღონ გურჯაანელმა წარმატებულმა სტუდენტებმა მერიისგან 500 ლარი?

როგორ უნდა მიიღონ გურჯაანელმა წარმატებულმა სტუდენტებმა მერიისგან 500 ლარი?
    გურჯაანის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა კომისიამ ის კრიტერიუმები დაადგინა, რომლის მიხედვითაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 წარმატებული სტუდენტი 500 ლარიან ჯილდოს მიიღებს. კერძოდ, სტუდენტებმა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ ძირითად საგანში ქართული ენა-ლიტერატურაში, უნარებსა და უცხო ენაში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს დაჯილდოვდებიან. 29 ნოემბრამდე მათ საკრებულოს კანცელარიაში ატესტატი. პირადობის მოწმობის ასლი და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ქულების დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინონ. შეგახსენებთ, რომ პირველკურსელთა წახალისების პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მესამე წელია ხორციელდება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი