გურჯაანში წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპოუტერებით დაჯილდოვდნენ

გურჯაანში წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპოუტერებით დაჯილდოვდნენ
    წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების იმ მეათეკლასელ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებმაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 73 კომპიუტერი გაიცა, ყველაზე მეტი წარჩინებული მოსწავლე კი კარდენახისა და ველისციხის საჯარო სკოლებს ჰყავს. შეგახსნებთ, რომ პროექტი "ჩემი პირველი კომპიუტერი" 2008 წლიდან ხორციელდება და კომპიუტერის მიმღებ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ცერემონიალს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტის წარმომადგენლები და სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი