გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
    გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, ენსისი,, აწარმოებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართულ- მხედრული ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია. პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების, საზაფხულო კინოთეატრისა და ამფითეატრის, ასევე სპორტული მოედნის მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტს სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილონ 400 ათასი ლარია, სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი