რა ინფორმაცია ვრცელდება პანკისში ვისური მუთოშვილის შესახებ

რა ინფორმაცია ვრცელდება პანკისში ვისური მუთოშვილის შესახებ
    პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილი დღეს ჯოყოლოში დაკრძალეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან, გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს ესროლეს. მოკლულის ნათესავების ინფორმაციით, გვარებს შორის დაპირისპირება ჰესის მშენებლობის გამო განახლდა. მათივე თქმით, კონფლიქტის გასანეიტრალებლად, შესაბამისმა უწყებებმა არ იმუშავეს. რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, ორივე მათგანი თბილისში სხვადსხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაშავებულების ოჯახის წევრებს კი, რომლებიც საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს, მომხდარზე საუბარი არ სურთ. პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ორი გვარის შერიგების საკითხის გამო, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან უხუცესების მოწვევა გახდეს საჭირო.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი