რა საფრთხეს უქმნის ხმელი ფოთლების დაწვა ჯანმრთელობას

რა საფრთხეს უქმნის ხმელი ფოთლების დაწვა ჯანმრთელობას
    ხშირად მოსახლეობა ეზოებსა და ქუჩებში მოგროვილ ხმელ ფოთლებს ადგილზე წვავს, რაც გარემოს დამცველების შეფასებით, ეკოლოგიას და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ფოთლის წვის დროს გამოიყოფა შხამიანი ნივთიერებები. ბოლის ხშირად სუნთქვა გარკვეული დროის შემდეგ სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ბრონქული ასთმის, ყელის სიმსივნის რისკებს ზრდის. ნარჩენების მართვის კოდექსით ,ფოთლების დაწვა 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ფოთლების წვაზე კონტროლი თვითმმართველობებს ევალებათ. გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მონიტორინგს გეგმავენ. ამ დრომდე მათ ფოთლების დაწვის გამო არავინ დაუჯარიმებიათ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი