სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა
    წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა. ახალი ობიექტი „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შპს „ხორნაბუჯმა“ ააშენა. ამისათვის 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 656,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, 525,000 ლარი კი სახელმწიფო გრანტია. სამაცივრე მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული. ახალი სამაცივრე მეურნეობა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, კახეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო. 2020 წელს, სახელმწიფო საწარმოს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - HACCP-ის დანერგვაში დაეხმარება. სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო გაიხსნა.
    скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი