საქართველოში ზამთარი შედარებით თბილი იქნება

საქართველოში ზამთარი შედარებით თბილი იქნება
    2019-2020 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა, საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 2019-2020 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-22) მომზადდა. სპეციალისტების განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ტემპერატურის ნორმა: დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7; მთაში 0, +2; მაღალ მთაში -4, -2; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2; მთაში -2, 0 მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების ნორმა: დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ -ს შეადგენს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი