საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა
    საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. მადრიდში გამართულ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საიუბილეო შეხვედრაზე საქართველო ორგანიზაციის პრეზიდენტად დასახელდა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა. მან საქართველოს სახელით, საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი სვანიძე წარადგინა. შეხვედრის დასასრულს, მადრიდში, ორგანოზაციის წინ 17 ქვეყნის დროშის გვერდით საქართველოს დროშა აღიმართა და ეზოში საქართველოდან ჩატანილი ზეთისხილის ნერგი დაირგო. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს დაარსდა და 17 ქვეყანას აერთიანებს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი