როგორ იასპარეზეს გურჯაანელმა სპორტსმენებმა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე

როგორ იასპარეზეს გურჯაანელმა სპორტსმენებმა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე

10-12-2019, 14:01

817 - ჯერ



2 დღეს მიმდინარეობდა გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსში 23-ე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, კადეტთა შორის. ასპარეზობაში 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილობდა, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები.
მედლები 10 წონით კატეგორიაში გათამაშდა. გამარჯვებულთა შორის არის გურჯაანის სპორტული გაერთიანების აღსაზრდელი გიგი კეკვიაშვილიც, რომელმაც ფინალური შეხვედრა იპონით მოიგო და პირველი ხარისხის მედლისა და სიგელის გარდა, ჩემპიონისთვის განკუთვნილი სამახსოვრო თასიც დაისაკუთრა.
ტურნირზე გურჯაანელებმა 6 მედალი მოიპოვეს, რაც გუნდურ ჩათვლაში, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტული გაერთიანებისა და ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები