თელავის უნივერსიტეტის პროფესორი მასზე თავდასხმაში თელავის მერს სდებს ბრალს

თელავის  უნივერსიტეტის  პროფესორი  მასზე  თავდასხმაში   თელავის  მერს სდებს ბრალს
    9 იანვარს თელავის უნივერსიტეტის პროფესორს, თენგიზ სიმაშვილს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სიმაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელი მისი უბნელი გოჩა გოდერძიშვილია. მისი განცხადებით,გოდერძიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ახლობელია და მასზე თავდასხმა, სავარაუდოდ, მისი დავალებით მოხდა. თენგირ სიმაშვილი ბრალდებას იმით ამყარებს, რომ თელავის მერთან დაპირისპირებულია. პროფესორს გიგოს გორაზე რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნა სურს, თუმცა მერი წინააღმდეგია და მისი ინფორმაციით, ტერიტორიის გასხვისებას გეგმავს. შოთა ნარეკლიშვილი უკრაინაში იმყოფება. პრესსამსახურის ინფორმაციით, მერი თენგის სიმაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და კომენტარს არ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126 მუხლით დაიწყო.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი