გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას - NDI

გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას - NDI

16-01-2020, 11:13

332 - ჯერ

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს. NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პირველი არჩევანის შემთხვევაში პასუხები ასეთია: „არც ერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ -7 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – 6 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5 პროცენტი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.
скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები