ზიართან დამაკავშირებელი გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია

ზიართან დამაკავშირებელი გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია

16-01-2020, 11:44

853 - ჯერ



ინტენსიური თოვლის გამო გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. „მუნიციპალური სერვისის“ ხელმძღვანელის, თამაზ აბრამიშვილის ინფორმაციით, სავალის ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა რამდენიმე წუთში დაიწყება.
„ვფიქრობთ, მარილის გაშლა საკმარისი იქნება. ჯერჯერობით, სპეციალური ტექნიკის საჭიროება არ არის, თუმცა თუ ამის საჭიროება იარსებებს, სავალი ნაწილის გაწმენდა ტრაქტორებით მოხდება“ -განაცხადა თამაზ აბრამიშვილმა.
ზიარის გზა გურჯაანს კაჭრეთის ზონის სოფლებთან აკავშირებს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები