ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - NDI -ს კვლევის შედეგები

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - NDI -ს კვლევის შედეგები

16-01-2020, 12:09

313 - ჯერ

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ - 20%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 13%, „ევროპული საქართველოს “ - 8% მისცემდა ხმას, - კვლევის შედეგებს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ავრცელებს. ამავე შეკითხვაზე გამოკითხული მოსახლეობის 5% ამბობს, რომ ხმას „ლეიბორისტული პარტიას“ მისცემდა, „პატრიოტთა ალიანსს“ - 4%, პოლიტიკური პლატფორმა - „ახალ საქართველოს“ - 3%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ - 3%, „გირჩს“ - 2%, სხვას კი - 2%.

კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 65% ამბობს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 35% კი მონაწილეობას არ მიიღებდა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებებია წარმოდგენილი.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები