ერთ კვირაში კახეთში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების 1109 შემთხვევა დაფიქსირდა

ერთ კვირაში კახეთში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების 1109 შემთხვევა დაფიქსირდა

16-01-2020, 15:31

620 - ჯერ

გასულ კვირას კახეთის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების 1109 მსუბუქი შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპოტალიზაცია კი 207 ადამიანს დასჭირდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 100-200 ერთეულით ნაკლებია. ამ ეტაპზე სპეციალისტები შემთხვევების კლებას ელოდებიან, მეორე პიკი კი თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატი - ტამიფლუ სოციალურად დაუცველებისა და ორსულებისთვის ექიმის შესაბამისი ცნობის საფუძველზე, საზოგადეობრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრიდან უფასოდ გაიცემა. შეძენის მსურველებმა კი აფთიაქებს უნდა მიაკითხონ.
скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები