როგორ მიმდინარეობს ცე ჰეპატიტის პროგრამა გურჯაანში

როგორ მიმდინარეობს ცე ჰეპატიტის პროგრამა გურჯაანში

22-01-2020, 22:42

1177 - ჯერ



გურჯაანში ქართულ-ფრანგულ დიაგნოსტიკურ ცენტრს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში 988 პაციენტმა მიმართა. აქედან ,,კახეთ-იონის,, მონაცემებით, უფასო პროგრამაში 640 ჩაერთო და 413 სრულად განიკურნა. 40-მა პაციენტმა კი მკურნალობაზე უარი თქვა. სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ცანკაშვილის ინფორმაციით, პაციენტთა მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, გურჯაანის მუნციპალიტეტში სამ კომპონენტიანი ინტეგრირებული სკრინინგი 11 ათასმდე ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ცე ჰეპატიტის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტოს მონაცემებით 4 წლის განმავლობაში გამოკვლეულია მილიონ 750 ათასი ადამიანი, აქედან 82 ათასს დაუდასტურდა ც ჰეპატიტი, 65 ათასმა პაციენტმა უკვე დაამარცხა ეს დაავადება.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები