„ეკოლაიფი“ კახეთის მუნიციპალიტეტებში დახარისხებულ ურნებს განათავსებს

„ეკოლაიფი“ კახეთის მუნიციპალიტეტებში დახარისხებულ ურნებს განათავსებს
    „ეკოლაიფი“ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში დახარისხებული ნარჩენების შეგროვებისათვის განკუთვნილ ურნებს განათავსებს. აქ შეგროვილი ნარჩენები შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადაეცემა. პროექტის ,,ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც შპს "ეკოლაიფი" ახორციელებს, დაგეგმილია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პილოტირება სამიზნე მუნიციპალიტეტებში. თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა. სწავლებას გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და უშუალოდ სასტუმროს თანამშრომლები დაესწრნენ. ტრენინგის დროს აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნარჩენების დახარისხებული შეგროვების საჭიროება და მნიშვნელობა, დახარისხების წესები და სხვა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დახარისხების პრაქტიკული დემონსტრირება. პროექტი WMTR II პროგრამის ფარგლებში CENN USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი