15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15-02-2020, 09:16

309 - ჯერ

ხვალ, 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. მირქმა ანუ მიგებება უფლისა, 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის თანახმად, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი ანგელოზის სიტყვისამებრ სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება და მაცხოვარი თავის მკლავზე მიირქვა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები