სოფელ შრომაში ცოფიანმა ძაღლმა 4 მამაკაცი დაკბინა

სოფელ შრომაში ცოფიანმა ძაღლმა 4 მამაკაცი დაკბინა
    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. ძაღლმა, რომელსაც ცოფის ვირუსი აღმოაჩნდა, 4 მამაკაცი დაკბინა. ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ცოფის შემთხვევა ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდა, ამიტომ ეპიდემიოლოგები იმ ადამიანებს შეხვდნენ, რომელთაც შესაძლოა ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ. ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით სოფელ შრომაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული ღონისძიებები გაატარა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი