რამდენით განისაზღვრა გურჯაანის სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის სუბსიდია

რამდენით განისაზღვრა გურჯაანის სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის სუბსიდია

21-02-2020, 11:25

655 - ჯერ



გურჯაანის სამხატვრო სკოლა 2020 წელს 36 300, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი კი 45 500 ლარით დაფინანსდება. გაერთიანებიდან გამოყოფის შემდეგ ცალკე აიპიებად ჩამოყალიბებული ორგანიზაციების სუბსიდია დღეს გურჯაანის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. დეპუტატებმა ასევე 2020 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გასული წლის ბიუჯეტიდან შემორჩენილი ნაშთის ასახვას დაუჭირეს მხარი. 57 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე გადანაწილდა. ამ თანხით მერია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს შეიძენს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები