თელავის მუნიციპალიტეტში 182 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა

თელავის მუნიციპალიტეტში 182 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა

24-03-2020, 14:53

880 - ჯერ



კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა თელავში ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს და სურსათი გადასცეს. დღესვე, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი სასურსათო კალათა გადაეცა 182 ოჯახს მათ შორის არიან - შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახები. თელავის მუნციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, მერია აგრძელებს სოციალური მიმართულებით მუშაობას, რათა მოხდეს სასურსათო კალათების სხვა სოციალურ ჯგუფებზე გადანაწილება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები