გურჯაანში გიმნაზიის დამფუძნებელი ოთარ ჭილაშვილი გარდაიცვალა

გურჯაანში  გიმნაზიის  დამფუძნებელი  ოთარ  ჭილაშვილი გარდაიცვალა

25-03-2020, 12:54

2863 - ჯერ



გურჯაანში გიმნაზიის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი , ოთარ ჭილაშვილი გარდაიცვალა.1990 წელს ძმებმა გურამ და ოთარ ჭილაშვილებმა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გურჯაანში გიმნაზია დააარსეს. თავდაპირველად, სწავლება ფიზიკის, მათემატიკის და ჰუმანიტარული პროფილის განხრით მიმდინარეობდა. გაკვეთილებს კი უნივერსიტეტის ლექტორები ატარებდნენ. 1991 წელს გიმნაზიის დირექტორი ოთარ ჭილაშვილი გახდა. მისი დამსახურებით სკოლაში გაძლიერებული სწავლა იყო. განსხვავებული გაკვეთილები ტარდებოდა. მან გააკეთა საზაფხულო სკოლა და მოსწავლეებს გაცვლითი პროგრამებით ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში აგზავნიდა. შარშან გიმნაზიის ყოფილმა მოსწავლეებმა ოთარ ჭილაშვილს განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაუხსნეს. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ხატია ზაკალაშვილი იყო, რომელმაც ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთა. სამწუხაროდ, ოთარ ჭილაშვილი ვარსკვლავის გახსნას ჯანმრთელობის გამო ვერ დაესწრო, თუმცა ღონისძიებას სკაიპით თვალს ადევნებდა და მისთვის ერთ-ერთი ბედნიერი დღე იყო.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები