გურჯაანიდან თბილისში გადაყვანილ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

გურჯაანიდან თბილისში გადაყვანილ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

25-03-2020, 22:12

584 - ჯერ



გურჯაანიდან თბილისში გადაყვანილ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამის მიუხედავად, ყველა მათგანი 2 კვირიან თვითიზოლაციას გაივლის. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან სამი ადამიანი თბილისში საეჭვო სიმპტომების გამო გადაიყვანეს. 2 თვის ბავშვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი მამაკაცი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, ხოლო მეორეს შეხება ჰქონდა ქუთაისის აეროპორტთან. რაც შეეხება სტატისტიკას, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დღევანდელი მონაცემებით, თვითიზოლაციაში 51 ადამიანი რჩება, გუშინ წესების დარღვევის გამო 2 მოქალაქე კარანტინში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგი მარინა კაპანაძე მოსახლოებას კიდევ ერთხელ ურჩევს დაიცვან თვითიზოლაციის წესები.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები