კახეთში 4 სამედიცინო დაწესებულება განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა

კახეთში 4 სამედიცინო დაწესებულება განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა

25-03-2020, 22:14

134 - ჯერ

თელავის რეფერალურ და ცენტრალურ საავადმყოფოებში, ასევე საგარეჯოს სამედიცინო ცენტრსა და ლაგოდეხის კლინიკაში მოთავსებული პაციენტები სხვა სანედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს და განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადაიყვანეს. რაც შეეხება რეგიონში არსებულ მონაცემებს. კახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ეპიდსიტუაცია სტაბილურია და პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. რეგიონის 8 საკარანტინე სივრცეში 528 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში 463, 18-ს კი სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხსნა. კახეთში ისევ ფიქსირდება თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევები, ამის გამო 3 ადამიანი იძულების წესით საკარანტინე სივრცეში, თბილისში გადაიყვანეს. რაც შეეხება ეთნიკურად აზერბაიჯანულ სოფლებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველა საეჭვო შემთხვევას ისევ სწავლობენ. ბოლო ინფორმაციით, მარნეულის კლასტერთან არც ერთი კონტაქტი არ გამოვლენილა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები