გურჯაანის გიმნაზიის ყოფილი დირექტორი, ოთარ ჭილაშვილი გარდაიცვალა.

გურჯაანის გიმნაზიის ყოფილი დირექტორი, ოთარ ჭილაშვილი გარდაიცვალა.

25-03-2020, 22:20

595 - ჯერ

გურჯაანში გიმნაზიის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი, ოთარ ჭილაშვილი გარდაიცვალა. 1990 წელს ძმებმა გურამ და ოთარ ჭილაშვილებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გურჯაანში გიმნაზია დააარსეს. თავდაპირველად, სწავლება ფიზიკის, მათემატიკის და ჰუმანიტარული პროფილის განხრით მიმდინარეობდა. გაკვეთილებს კი უნივერსიტეტის ლექტორები ატარებდნენ. 1991 წელს გიმნაზიის დირექტორი ოთარ ჭილაშვილი გახდა. მისი დამსახურებით სკოლაში გაძლიერებული სწავლა იყო. განსხვავებული გაკვეთილები ტარდებოდა. მან გააკეთა საზაფხულო სკოლა და მოსწავლეებს გაცვლითი პროგრამებით ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში აგზავნიდა. შარშან გიმნაზიის ყოფილმა მოსწავლეებმა ოთარ ჭილაშვილს განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაუხსნეს. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ხატია ზაკალაშვილი იყო. სამწუხაროდ, ოთარ ჭილაშვილი ვარსკვლავის გახსნას ჯანმრთელობის გამო ვერ დაესწრო, თუმცა ღონისძიებას სკაიპით თვალს ადევნებდა და მისთვის ერთ-ერთი ბედნიერი დღე იყო.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები