რომელ პროდუქტზე არ გაიზრდება ფასები

რომელ პროდუქტზე არ გაიზრდება ფასები

26-03-2020, 14:13

131 - ჯერ

საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს. ესენია ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ეს პროდუქტი მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდოს და არ მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. ამ მიზნით, უწყებამ შეიმუშავა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიხედვითაც, ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით განახორციელებს 9 ძირითადი პროდუქტის საქართველოში იმპორტს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება. საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს პროექტის პირობები და პროცედურები გააცნეს. მათი განცხადებით, ახალი პროექტი დროული და ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მხარდაჭერაა, რაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები