ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ 40 პალატაა ბოქსირებული

ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“  40  პალატაა ბოქსირებული

26-03-2020, 15:54

103 - ჯერ

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაც“ მიიღებს. კლინიკას ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კორპუსი აქვს. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, ნუკრი ყარალაშვილის ინფორმაციით, ერთი კორპუსი მთლიანად საკარანტონო სივრცისთვის მოეწყო, აქ ასევე მზად არიან ინფიცირებულ პაციენტებსაც უმკურნალონ. ამისთვის სულ 40 ადგილია გამოყოფილი და ყველა პალატა ბოქსირებულია. შეგახსნებთ, რომ კახეთში ოთხ საავადმყოფოს ამზადებენ, სადაც საჭიროების შემთვევაში მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ და უკურნალებენ. აღსანიშნავია, რომ კახეთში ამ ეტაპზე „კოვიდ-19“-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები