რომელი პროდუქტი არ გაძვირდება?

რომელი პროდუქტი არ გაძვირდება?

26-03-2020, 18:43

250 - ჯერ

საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს. ესენია ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ეს პროდუქტი მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდოს და არ მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. ამ მიზნით, უწყებამ შეიმუშავა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიხედვითაც, ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით განახორციელებს 9 ძირითადი პროდუქტის საქართველოში იმპორტს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება. ეს კი ხელს შეუწყობს სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას. რაც შეეხება ბოსტნეულს ამ ეტაპზე ფასი გაიზარდა კარტოფილზე და დღევანდელი მონაცემებით 1,50-დან 2 ლარამდე მერყეობს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები