14 პაციენტს, რომელთა ანალიზებიც ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გადაიგზავნა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

14 პაციენტს, რომელთა ანალიზებიც ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გადაიგზავნა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

7-04-2020, 11:45

2786 - ჯერ



14 პაციენტს, რომელთა ანალიზებიც ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გადაიგზავნა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში ანალიზებს კვლავ გაუკეთებენ. ამ დროისთვის რეგიონში ათი საკარანტინო სივრცეა მოწყობილი და ჯამში 446 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები