ყარაჯალაში ხელის თხოვნის გამო ახალგაზრდები 3000 ლარით დააჯარიმეს

ყარაჯალაში ხელის თხოვნის გამო ახალგაზრდები 3000 ლარით დააჯარიმეს

7-04-2020, 17:56

711 - ჯერ



თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი 8 მეგობარი სამართალდამცველებმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს. ისინი გოგონასთან ხელის სათხოვნელად მივიდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით , მამაკაცმა გოგონას სახლთან გულის ფორმის კოცონი აანთო, თუმცა ხელის თხოვნა ვეღარ მოასწრო. სამართალდამცავებმა სასიძო და მისი მეგობრები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 28 მოქალაქე დააჯარიმა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები