ჰერეთში მართლმადიდებელი ქართველები აღდგომას ვერ აღნიშნავენ

ჰერეთში  მართლმადიდებელი  ქართველები  აღდგომას  ვერ  აღნიშნავენ

10-04-2020, 11:34

743 - ჯერ



ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ წელს პირველად, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრები მართლმადიდებლები აღდგომას ვერ აღნიშნავენ. საგანგებო მდგომარეობის გამო , კანონმდებლობით, ყველა სახის რიტუალი აკრძალულია. მეუფე დიმიტრის განმარტებით, საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ქართველი სასულიერო პირი, დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი ამ დრომდე კახის რაიონში იმყოფება, თუმცა ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მსახურებას ვერ ჩაატარებს. იგი დედოფლისწყაროდან არის. მან 2016 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიიღო, რათა ჰერეთში წირვა-ლოცვის ჩატარება შესძლებოდა. აზერბაიჯანული წყაროების მონაცემებით, ქართველებით დასახლებულ ჰერეთში ჯერჯერობით, კორონავირუსის, ოთხი შემთხვევა, სამი ზაქათალის, ერთი კი კახის რაიონშია დადასტურებული. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანში რამდენიმე დღეა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები