14 აპრილს საქართველოში „დედა ენის,, დღე აღინიშნება

14 აპრილს საქართველოში „დედა ენის,, დღე აღინიშნება

14-04-2020, 11:06

1266 - ჯერ



დღეს, 14 აპრილს საქართველოში "დედაენის დღე" აღინიშნება. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა. თუმცა ქართველმა საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. დისიდენტებმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა მოსახლეობასთან ერთად მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დაიწყეს, რომლის კულმინაციაც 14 აპრილს მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა. ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ,,დედა ენის,, დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები