პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 106 მოქალაქე დააჯარიმა

პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 106 მოქალაქე დააჯარიმა

14-04-2020, 13:36

713 - ჯერ



შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 199 ფაქტი გამოავლინა. სამართალდამცველებმა წუხელ, 21 საათიდან დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 63 მოქალაქე დაჯარიმდა, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე კი 2 იურიდიული და 6 ფიზიკური პირი.
ასევე გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები