როგორია ეპიდსიტუაცია კახეთში

როგორია ეპიდსიტუაცია კახეთში

21-04-2020, 11:45

1152 - ჯერ



კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. ამ დროისთვის რეგიონში Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.24 მოქალაქეს, რომელთა ანალიზებიც კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ე. წ. ცხელების ცენტრიდან და საკარანტინე სივრცეებიდან, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს სინჯებს დღესაც აუღებენ და გამოსაკვლევად გაგზავნიან. კახეთის 10 კარანტინე სივრცეში 603, თვითიზოლაციაში 23 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები